ბელორუსიაში მშობლიურ ენაზე წაკითხული ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის ჩანახატიდან „რა არის სამშობლო?“
ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „Год малой родины 2018-2020“-ის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, სამშობლოსადმი მიძღვნილი ცნობილი ნაწარმოებებიდან მშობლიურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები.
საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ წაიკითხა ამონარიდი ნოდარ დუმბაძის ჩანახატიდან – „რა არის სამშობლო?“