”საქართველო – აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან თაობამდე” – გამოფენა ბაქოში გაიმართა

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს, „ჰეიდარ ალიევის ცენტრისა“ და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თანამონაწილეობით, ქალაქ ბაქოში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით – ”საქართველო – აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან – თაობამდე”.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 120 მხატვრის 150-მდე ნამუშევარი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენა ასახავდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, ორივე ქვეყნის კულტურას, ბუნებასა და ტრადიციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები