რატომ ახატია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ხელზე ხუთჯვრიანი გამოსახულება
ტომას ფარ სტეიერი ამერიკელი ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ეკოლოგიური და ლიბერალური აქტივისტი და სხვადასხვა ფონდის შემქმნელია. იგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დემოკრატიული პარტიის პრაიმერში მონაწილეობს.
სწორედ ერთ-ერთი საკამპანიო დებატების დროს შენიშნეს ჟურნალისტებმა მის ხელზე ხუთჯვრიანი გამოსახულება, რომელიც, ერთი შეხედვით, კალმით შესრულებულს ჰგავს.
BBC დაინტერესდა, რას დატვირთვა ჰქონდა კანდიდატის ხელზე არსებულ გამოსახულებას. მედიასთან საუბარში სტეირმა აღნიშნა, რომ იგი იყენებს ამ სიმბოლოს, როგორც შეხსენებას, რომ ყოველთვის, რადაც არ უნდა დაუჯდეს, სიმართლე უნდა თქვას. პოლიტიკოსის მტკიცებით, მან გამოსახულების ჯვაროსნულ ომებთან კავშირის შესახებ მოგვიანებით გაიგო.
მიუხედავად იმისა, რომ თავად პოლიტიკოსი ამის შესახებ არაფერს ამბობს, ფაქტია, გამოსახულება საქართველოს დროშის ანალოგია.