გერმანულმა გამოცემამ ხატია ბუნიათიშვილი ბეთჰოვენს შეადარა 

რამდენიმე დღის წინ გერმანული გამოცემა stuttgarter-nachrichten-ის ვებ-გვერდზე ხატია ბუნიათიშვილის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სახელად “პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი: ვუნდერკინდი როგორც ბეთჰოვენი”. 

“ბეთჰოვენს ყოველთვის მიიჩნევდნენ ინდივიდუალისტად და თავდაჯერებულად – სხვა მიზეზებთან ერთად, სწორედ ეს აკავშირებს საერთაშორისოდ ცნობილ პიანისტს კომპოზიტორთან”- ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა ქართველი მუსიკოსის მიერ მიღწეულ კარიერულ წარმატებებსაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ “ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მსგავსად, რომელმაც  პირველი კონცერტი 6 წლის ასაკში გამართა, პიანისტსაც ხშირად ვუნდერკინდად აღიქვამდნენ. ხატიამ სწორედ 6 წლის ასაკში გამართა პირველი კონცერტი თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად, 10 წლის ასაკში კი პირველი საერთაშორისო გამოსვლაც ჰქონდა.”

stuttgarter-nachrichten  ქართველი მუსიკოსის საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეხება – ” იგი ერთ-ერთია იმ ხელოვანთა შორის, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერენ სირიის სამოქალაქო ომის მსხვერპლებს. ხატია მუდმივად აპროტესტებს ადამიანის უფლებების დარღვევას და არის ორი საქველმოქმედო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი” – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები