ქართველი რეჟისორი “ოსკარის” ჟიურის შეკრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს
როგორც მსახიობ ზურაბ შარიას მიერ სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, რეჟისორი, ნუგზარ შარია “ოსკარების” ჟიურის შეკრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს.
“იმდენად, რამდენადაც, ” ჟურნალისტებს”, პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეიტინგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჯელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, ნუგზარ შარია იქნა არჩეული.
ნუგზარ შარიას კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა!
ნოემბერში, ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა.
თავმჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. უჟგოროდის ტვ-ს სიუჟეტს გთავაზობთ. ოსკარების ჟიურიზე საუბარი ამ ვიდეოში არ არის. გილოცავ, მამაჩემო!!!” – წერს მსახიობი.