ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა ,,სხვა ჟანრი”
14 თებერვალს, 20:00 საათზე, გალერეა ‘’იარტი’’ გიწვევთ ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენაზე ,,სხვა ჟანრი”.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა პირველად იფინება.
ჟანრი ლოლაშვილი – მსახიობი, მხატვარი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, “ადამიანი-ისტორიის” ევროპული ორდენის კავალერი გახლავთ.
გამოფენის 8 მარტამდე გასტანს.