საქართველო ისრაელის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

მიმდინარე წლის 11-12 თებერვალს ქალაქ თელ-ავივში ტარდება რიგით 26-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „International Mediterranean Tourism Market 2020“.

გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA), აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, GNTA-ს კახეთის და იმერეთის რეგიონალური მართვის სამმართველოსა და  13 კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული სტენდი. გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია. ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 10 თებერვალს იერუსალიმში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები