სალომე ფაჟავას კიდევ ერთი გამარჯვება
მოსკოვში მიმდინარეობს გრან-პრი მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც ტანვარჯიშის ამ დისციპლინის უძლიერესი ტანმოვარჯიშეები მონაწილეობენ. მათ შორის არის ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერი სალომე ფაჟავა.
როგორც ყოველთვის სალომემ კარგად იასპარეზა. მან მრავალჭიდში მეშვიდე ადგილი დაიკავა და ასევე იასპარეზა საგნების ფინალებში: რგოლი, გურზები, ბაფთა.
ყველაზე კარგად სალომე გურზებით ფინალში გამოვიდა და მესამე ადგილი დაიკავა.