ფრანგულმა კლუბმა ქართველი მორაგბის პატივსაცემად მაისურებზე სპეციალური წარწერა დაიტანა
ბექა ბურდიაშვილის პატივსაცემად ფრანგული გუნდი “გროლე” სეზონის ბოლომდე სპეციალური ფორმით ითამაშებს. ფორმაზე ბექა ბურდიაშვილის სახელი და საქართველოს ოფიციალური დევიზი – “ძალა ერთობაშია” იქნება დატანილი.
ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ბექა ბურდიაშვილი ფრანგული კლუბის „გროლეს“ მოთამაშე იყო და ავარიის დროს „ლავორთან“ გასამართ მატჩზე მიემგზავრებოდა. ტრაგიკული შემთხვევის გამო „გროლე“-„ლავორის“ შეხვედრა აღარ გაიმართა.