რას წერს მაურიციო მოდუნიო ნინო სურგულაძეზე
“უმაღლესი დონის იყო, ნინო სურგულაძის აზუჩენა – შესახედავად უფრო ლედი მაკბეტი, ვიდრე ბოშა, მაგრამ არაჩვეულებრივი იყო არა მხოლოდ მდიდარი ვოკალით, არამედ საკუთარ გიგანტურ პერსონაჟში მოღალატეობრივი ორაზროვნების, შეურაცხყოფილი და გამწარებული ქალურობის, უზომო ამპარტავნებისა და ძალადობის წარმოჩენით.” – წერს მაურიციო მოდუნიო, ჟურნალში ‘’ Musica’’.
ნინო სურგულაძე – ოპერის ‘’ოსკარის’’ მფლობელი, საუკეთესო მეცო – სოპრანო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია და დღეს ის ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული ქართველია მსოფლიოში.