ბერლინში ქართველი პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

7 თებერვალს ბერლინში QGallery-ში ქართველი პოეტის, ბელა ჩეკურიშვილის პოეზიის საღამო გაიმართება.

პროფესიით ფილოლოგი ბელა ჩეკურიშვილი ამჟამად ბონის უნივერსიტეტში, სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს, პარალელურად კი არც საყვარელ საქმიანობას, პოეზიას ღალატობს.

მისი ლექსები ნათარგმნია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებზე. პირველად გერმანიაში მისი 4 ლექსი  2015 წელს დაიბეჭდა, ანთოლოგიაში „შორიდან – ახალი ქართული პოეზია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები