თბილისის ციფრული სივრცე გუსტავ კლიმტის გამოფენას უმასპინძლებს

6 თებერვლიდან, თბილისის ციფრული სივრცე გუსტავ კლიმტის ციფრულ გამოფენას უმასპინძლებს.

თქვენს წინაშე გაცოცხლდება კლიმტის 60 – მდე ნამუშევარი, ასევე მზადდება  მოკლე ფილმი, რომელიც მაყურებელს უფრო ახლოს გააცნობს კლიმტის ხელოვნებას. გამოფენის  კულმინაცია ყველასათვის საყვარელი ნამუშევარი “კოცნა” იქნება .

“ფრეას ცრემლები” არ არის კლიმტის ნამუშევარი, თუმცა ის თავისი ისტორიის წყალობით გამოფენაზე მაინც იქნება წარმოდგენილი.

„ვისაც უნდა რამე იცოდეს ჩემ შესახებ…მან საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს ჩემი ნახატები…” – ეს სიტყვები გუსტავ კლიმტს ეკუთვნის, რომელიც  ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ვენის არტ – ნუვო მოძრაობის წევრი იყო. მის მთავარ ნამუშევრებს შორისაა ფერწერული ტილოები, ფრესკები, სკეტჩები და სხვა ხელოვნების ნიმუშები, რომელთა უმრავლესობა გამოფენილია ვენის სეცესიონ  – გალერეაში. კლიმტის მთავარი სუბიექტი ქალის სხეული იყო და მის ნამუშევრებში ხაზგასმულია გულწრფელი ეროტიზმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები