”საყვარელო კატი, დაავლე ბავშვებს ხელი და ჩამოდი….” – თამარ ივერის წერილი ჩინელ მეგობარს
მეგობრობას და ადამიანობას საზღვარი არ აქვს და ამის კიდევ ერთი დასტურია წერილი, რომელიც თამარ ივერმა ჩინელ მეგობარს გაუგზავნა. გთავაზობთ პოსტს, რომელიც თავად თამარმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
‘’ჰონგ – კონგში სიმღერის დროს დავუმეგობრდი ადგილობრივ მომსახურე სტაფს და მენეჯერს.
ახლა უეცრად მივწერე… საყვარელო კატი, როგორ ხარ? მისმინე, თუ ახლოს ხარ კორონავირუსის საშიშ ზონასთან და რაიმე სასიცოცხლო რისკის ქვეშ ხართ… დაავლე ბავშვებს ხელი და ჩამოდი…. მე გიმასპინძლებთ და თავს გადაირჩენთ მეთქი.
ვერ წარმოიდგენთ მის რეაქციას… მომწერა:
ქალბატონო თამარ, ვზივარ და ვტირი… რა გულიანი ხალხი ყოფილხართ ქართველებიო. ამდენი წელია საოპერო და საკონცერტო წრეში ვტრიალებ, ამდენ ხალხთან მიმუშავია და მსგავსი არავის მოუწერია, პირიქით, ყველა გაგვირბისო. არც ვიცი რა გითხრათ. ემოციების ქვეშ ვარ, მიხვდი ერთს, რომ სიკეთე გადაარჩენს დედამიწასო.”