2019 წელს საქართველოდან რეკორდული რაოდენობის ღვინო იქნა ექსპორტირებული
2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა. მათ მიერ გატანილი ღვინოებიდან კი ყველაზე პოპულარული ქინძმარაული აღმოჩნდა.
ქართული ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 17 418 683 ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 5 160 309 ბოთლი, „წინანდალი“ – 4 407 563 ბოთლი , „ახაშენი“ – 1 577 823 ბოთლი , „ხვანჭკარა“ – 1 011 887 ბოთლი, „ტვიში“ – 298 509 ბოთლი.