თათია ახალაიამ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ELIE SAAB-ისა და ZUHAIR MURAD-ის ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა
პარიზში გამართულ მაღალი მოდის კვირეულზე, Haute Couture Spring Summer 2020 Paris წარმატებით გამოვიდა სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის ტოპ-მოდელი თათია ახალაია. მან მონაწილეობა მიიღო ELIE SAAB-ის, ZUHAIR MURAD-ის, IRIS VAN HERPEN-ის, RONALD VAN DER KEMP-ის, ANTONIO GRIMALDI-ს და GUO PEI-ის ჩვენებებში.
თათია ახალაია ერთადერთი ქართველო მოდელია, რომელმაც წელს გაზაფხული-ზაფხული 2020-ის პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მიიღო მონაწილეობა.
თათია საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებულია. საერთაშორისო კარიერის მანძილზე ის არაერთხელ ვიხილეთ პარიზის, მილანისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე ისეთი ცნობილი ბრენდებების ჩვენებებში და კამპანიებში, როგორებიც არიან: Givenchy, Hermes, Gucci, ELIE SAAB, Zuhair Murad, Roberto Cavalli, Dolce & Gabbana, Lucio Vanotti და სხვები.