ბერლინში ქართველი პიანისტის კონცერტი გაიმართება
ქართველი პიანისტი, ნიკა ნამორაძე საფორტეპიანო კონცერტს ბერლინის “Koncerthaus-ში 26 იანვარს გამართავს. საღამოზე შესრულდება ბახისა და სკრიაბინის ნაწარმოებები.
პიანისტმა და კომპოზიტორმა ნიკა ნამორაძემ, რომელზეც New York Times და Wall Street Journal წერდნენ, საერთაშორისო ყურადღება 2018 წელს, ჰენსის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ნიკა ნამორაძე მიმდინარე ტურნეს ფარგლებში კონცერტებს ნიუ-იორკში, ლონდონსა და ბერლინში გამართავს.