ნიკოლოზ წულუკიძე − ქართული თეატრის ამბავი
16 იანვარს, SOLO ლაუნჯში, გიწვევთ სემინარზე, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება. ნიკოლოზი თეატრის ისტორიაში გამოგზაურებთ და შეეხება საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ძალიან საინტერესო თემებს:
- დასი, რომელიც კრწანისის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარს მიუძღვებოდა;
- რატომ თარგმნა და ითამაშა შექსპირის ,,მეფე ლირი”- ილია ჭავჭავაძემ;
- ნატო გაბუნიასა და ილია ჭავჭავაძის სიყვარულის ამბავი; რატომ დაწყევლა აკაკი წერეთელმა ქართული თეატრი;
- ახმეტელისა და მარჯანიშვილის დაპირისპირება და სხვ.
ნიკოლოზ წულუკიძე წითელი ჯვრის კეთილი ნების ელჩი, ოქროს ფრთის ლაურეატი, ეროსი მანჯგალაძის პრემიის ლაურეატი, თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, თეატრმცოდნე და ტელერადიოწამყვანია.