TSC Jazz Band ევროპის და საერთაშორისო კონსერვატორიებიდან საუკეთესო ექვს ჯგუფს შორისაა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ჯაზბენდი TSC Jazz Band ევროპის და საერთაშორისო კონსერვატორიებიდან საუკეთესო ექვს ჯგუფს შორისაა, რომელიც სიცილიაში, Jaci & Jazz Academy Contest 2025-ში პრესტიჟულ Acireale Jazz Festival-ში მიიღებს მონაწილეობას.
ჯგუფები ტექნიკური უნარების, იმპროვიზაციის, არტისტული ორიგინალობის, ჟღერადობის და მუსიკალური იდეების წარდგენის კრიტერიუმებით შეირჩნენ.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ჯაზ ბენდის შემადგენლობა ასეთი გახლავთ:
- ლიკუნა თუთისანი – ვოკალი
- ლექსო რატიანი – გიტარა (ასევე კომპოზიტორი)
- ლუკა ტაბატაძე – კლავიში
- მახო ჭარელიძე – ბასი
- დემნა ამაშუკელი – დრამი
ფინალური კონცერტები 27-29 ივნისს გაიმართება, ჩვენი ბენდის გამოსვლა დაგეგმილია 28 ივნისს, ქალაქ აჩირეალეში, სიცილია.