ეკატერინე გორგოძე „Lopota Tennis Open”-ის ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულია

ლოპოტას ტბაზე მდებარე საჩოგბურთო კორტებზე ქალთა  საერთაშორისო ტურნირი „Lopota Tennis Open”-ი დასრულდა. ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე  გახდა.

ფინალში ქართველი ჩოგბურთელი პოლონელ ლინდა კლიმოვიცოვას დაუპირისპირდა. ეკატერინე გორგოძემ მეტოქე ორ სეტში – 6:4, 7:5 – დაამარცხა.

„W50 LOPOTA” საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 დოლარი იყო და მასში  23 ქვეყნის 100 ჩოგბურთელი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები