10 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიხსნება

10 აპრილს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის ბაზრობა გაიხსნება. აქ დაგხვდებათ დიდი და პატარა გამომცემლობები, თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზიები და გრანდიოზული ფასდაკლებები წიგნებზე, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდით – თბილისის წიგნის ბაზრობის დღეები წიგნების მოყვარულებისთვის დასამახსოვრებელი იქნება.

„“წიგნებით თავისუფლებისთვის” – “თბილისის წიგნის ბაზრობის” 2025 წლის მთავარი სლოგანია, რადგან წიგნების გარეშე შეუძლებელია მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ თავისუფლება, რომელსაც აქტიური საზოგადოება ახლა იცავს მტკიცედ და პრინციპულად.

10-13 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობაზე დაგახვედრებთ სივრცეს ამ ღირებულებებზე მოსაზრებების გასაზიარებლადაც“, – ნათქვამია „თბილისის წიგნის ბაზრობის“ ორგანიზატორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თბილისის წიგნის ბაზრობის” ორგანიზატორია საქართველოს წიგნის ასოციაცია.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები