საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალშია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდა. ავჭალის სტადიონზე გამართული მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 43:5 დასრულდა.

რუმინელი „მუხების“ დამარცხებით ქართველმა მორაგბეებმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. „რაგბი ევროპის“ მოქმედი ჩემპიონი – საქართველოს ნაკრები ტურნირში მეჩვიდმეტედ გამარჯვებას ესპანეთის ნაკრებთან 16 მარტს თბილისში შეეცდება.

საქართველო-რუმინეთის მატჩზე, ტრადიციულად, გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები