ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს
ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დასრულდა 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში, სადაც 82 ქვეყნის საუკეთესო სამბისტები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა.
ჩემპიონობა იზეიმა ჯაბა თურქიამ (71 კგ), რომელმაც ფინალში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა. ვიცეჩემპიონი გახდა ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ); ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს მიშიკო ნოზაძემ (88 კგ), დავით ლორიაშვილმა (98 კგ) და გიორგი ქავთარაძემ (+98 კგ); ბრინჯაო მიიღო პარასამბოში რამინ ყიფშიძემაც.