ნუცა წიქარიძე კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია

ქართველი კინორეჟისორის, ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯებული გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მიიღო.

ფესტივალის გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში სამკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ კრიტიკოსები და ჟურნალისტები: ზილარდ ბერნატი (უნგრეთი), ეგელე ვერტელიტე (ლიტვა) და მაგდალენა ილიევა (ბულგარეთი).

“მცხუნვარე მზე” – ეს არის ფილმი არდადეგებზე სოფლად წასულ ბავშვებზე, რომელთაც მოულოდნელი თავგადასავალი ელით წინ. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი 1991 წელს დაარსდა. კოტბუსი აღმოსავლეთ ევროპის კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმად ითვლება. ფესტივალი ყოველი წლის ნოემბერში იმართება და მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეა ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები