“ზარბაზნის ლულა საქართველოს მიმართულებით გაასწორეთ, რომ  ჩემი სული სამშობლოსკენ წავიდეს!”

ფერეიდანში მთაციხობა 2024 გაიმართა.

ციხემთა – ეს ის ადგილია ფერეიდანში, სადაც ჩვენმა დიდებულმა წინაპრებმა, ქართველობისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს და სისხლიან ბრძოლის შედეგად გმირულად დაიღუპნენ.

ისინი არ დაემორჩილნენ  შაჰ ქერიმ-ხანს და შედეგად მოჰყვა ქართველთა დიდი მსხვერპლი. ეს ამბები დატრიალდა  დაახლოებით, 230 წლის წინ.

იმ დაღუპული გმირებიდან ერთ-ერთი  ონიკაშვილების წინაპარი,ურუჯყულბეგ ონიკაშვილი იყო – ფერეიდანის მმართველი, რომელიც ბრძოლის დამთავრებისას აიყვანეს ტყვედ და ქერიმხანის ბრძანებით ზარბაზნის გასროლით მოკლეს.

სიკვდილის წინ ურუჯყულბეგმა თქვა: “ზარბაზნის ლულა საქართველოს მიმართულებით გაასწორეთ, რომ  ჩემი სული სამშობლოსკენ წავიდეს!”

მადლიერი ფერეიდანის ქართველობა გმირი წინაპრების ხსოვნის უკვდავსაყოფად ყოველი წლის  იკრიბებიან ციხემთაზე და პატივს მიაგებენ დაღუპულთა სულებს.

📷 ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში-ომიდ გოგონანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები