“ქართული თეატრის ბედისწერა” – 14 აპრილი სანდრო ახმეტელის დაბადების დღეა

კაცი, რომელსაც ქართული თეატრის ბედისწერას უწოდებდნენ 1886 წლის 14 აპრილს დაიბადა, რეჟისორი ტრაგიკული ბედით, რეჟისორი მძიმე ხვედრით, რეჟისორი რეფორმებით, გენიალური სპექტაკლებით, რეჟისორი წამების 222 -დღიანი ისტორიითა და ორ დღეში სისრულეში მოყვანილი განაჩენით… „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლებული რეჟისორი, ქართული თეატრის რეჟისორი! სასტიკი წამებისგან დაუძლურებული და ქვეყნის მთავარ პროსპექტზე ყველას დასანახად ჩატარებული – აქაოდა, ნახეთ, ასე ისჯებიან ხალხის მტრებიო… შემდეგ „დანაშაულის“ არარსებობის გამო რეაბილიტირებული რეჟისორი… ისევ და ისევ ამოუცნობი ბედისწერით… კაცი, რომელმაც ქართულ თეატრში ეპოქა შექმნა… კაცი, რომელიც ამბობდა – „ქართული თეატრი უნდა იყოს ქართული”

ასეთი ბედისწერის იყო 138 წლის წინ, 14 აპრილს სოფელ ანაგაში დაბადებული ბიჭი – სანდრო ახმეტელი, “ქართული თეატრის წამებული რაინდი” 1937 წლის 29 ივნისს, სოღალუღის მინდორზე, “სამშობლოს ღალატის” მუხლით დახვრეტილი… “ლამარას”; “ყაჩაღების” დამდგმელი რეჟისორი, რეჟისორი, რომელიც ქარიშხალივით შეიჭრა ქართულ თეატრში და განაცხადა: „ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს და ქართული არტისტის კონტურს. ყველა ეროვნებათა თეატრების განსხვავება მხოლოდ ამაშია. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი დამოუკიდებელი თეატრი. ანთებული ქართული გულით და აღგზნებული ქართული სულით“

და მან, რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა შექმნა ასეთი თეატრი…

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები