საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე ქართველი და ფრანგი ქალი სპორტსმენების ფოტოგამოფენა მოეწყო

ხაზინის ქუჩა N4 -ში, საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე საფრანგეთის საელჩოს და ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, ოლიმპიური და პარალიმპიური ფრანგული და ქართული კომიტეტების ჩართულობით, მოწეყო ქართველი და ფრანგი 14 ქალი სპორტსმენის ფოტოგამოფენა, რომლებმაც თავიანთი გამარჯვებებით, ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.

აღნიშნულ 14 სპორტსმენ ქალს შორის გამოიფინა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატი სპორტსმენების – ნინო სალუქვაძის (ტყვიის სროლა), ლუბა გოლოვინას (ბატუტზე ხტომა), ეთერ ლიპარტელიანის (ძიუდო)  და პარალიმპიელი ირმა ხეცურიანის (პარაფარიკაობა) ფოტოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები