მიხეილ ვაზაგაშვილი სწავლას კოლუმბიის უნივერსიტეეტში განაგრძობს

მიხეილ ვაზაგაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.

“Columbia University Class of 2028👑 – დღეს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ჩარიცხვა მომივიდა სრული 374,000$-იანი დაფინანსებით.

კომაროვის სკოლას უღრმესი მადლობა ამ დაუვიწყარი 4 წლისთვის და განსაკუთრებული მადლობა Giorgi Makhatadze-ს და შოთა ქათამაძეს, რომ აპლიკაციის შევსებაში დამეხმარნენ! 💖

ასევე, მადლობა ყველა მასწავლებლს, რომელებმაც ამ მიზნის მიღწევაში უდიდესი წვლილი შეიტანეს! 💖

და ბოლოს, ყველაზე მთავარი და დიდი მადლობა ოჯახის წევრებსა და მეგობარს Avto Gogoladze-ს, რომლებიც ყველაზე საჭირო დროს ჩემს გვერდით იყვნენ ღამის 3 საათამდე! 💖

თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია. უფრო დიდი ამბიციებიც მაქვს!

“Roar, Lions, Roar!👑””, – წერს მიხეილ ვაზაგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები