ქართველი მოფარიკავეები, პადუასა და ათენში, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე იასპარეზებენ

1-3 მარტს, პადუასა და ათენში, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი გაიმართება.

იტალიაში, Trophee Luxardo-ზე კაცები იასპარეზებენ, ტრადიციულად ძირითადი ეტაპიდან, შაბათს, მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გამოვა. ბექა ბაზაძე, ვატო არჩვაძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, გოგა კაკაურიძე და მიხაილ ალფაიძე კი ბრძოლას დღეიდან, წინასწარი ეტაპიდან დაიწყებენ.

ასევე, დღეს იასპარეზებენ საბერძნეთის დედაქალაქში, Coupe Acropolis -ზე ლიკა ჯიჯეიშვილი და ალექსანდრა კუვაევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები