კომაროვის სკოლის პედაგოგებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

კომაროვის სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა  VI საერთაშორისო ტურნირზე ოქროს 3, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს.

გუნდურ შეჯიბრებაში კომაროვის სკოლის გუნდი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

 

კონკურსი ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ალმატის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით დასწრებულ და ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც 9 ქვეყნის 80-ზე მეტი სკოლის 500 -ზე მეტმა პედაგოგმა და წრის ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო სკოლა-პანსიონი კომაროვის 9 პედაგოგმა.

სკოლის გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელები არიან:

თეიმურაზ კალატოზი, ფიზიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;

ივანე კვიტაშვილი, მათემატიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;

ლერი ბანცური, მათემატიკის პედაგოგი – ოქროს მედალი;

გიორგი ლომიძე, ფიზიკის პედაგოგი – ვერცხლის მედალი;

ვახტანგ კურცხალია, ფიზიკის პედაგოგი – ბრინჯაოს მედალი;

ოლეგ გაბრიაძე, ფიზიკის პედაგოგი – ბრინჯაოს მედალი;

ირაკლი უგულავა, ფიზიკის მწვრთნელი – ვერცხლის მედალი;

დაჩი ჭოტაშვილი, ფიზიკის მწვრთნელი – ბრინჯაოს მედალი;

ანდრია მანჯავიძე, ფიზიკის მწვრთნელი – ბრინჯაოს მედალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები