ქ. საქარიის ქართველთა (გურჯთა და ლაზთა) კულტურის ასოციაცია ადაფაზარში საკუთარ შენობას ააშენებს

საქარიის პროვინციის ცენტრალურ რაიონში, ადაფაზარში, ქართველთა (გურჯთა და ლაზთა) კულტურის ასოციაციისთვის საქარიის მერიისგან გამოყოფილ 3 ათას კვ. მიწაზე 300 კვ. შენობა აშენდება.

საყურადღებოა პროექტის არქიტექტურა. შენობის პროექტის შთაგონების წყაროდ წინანდლის სასახლე იქცა. წინანდლის შენობა აგებულია 1886 წელს და ამჟამად ის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმია.

„ქ. საქარიის ქართველთა (გურჯთა და ლაზთა) კულტურის ასოციაცია უკვე მუშაობს ამ პროექტის უახლოეს დროში განხორციელებისათვის. ერთად მოვახერხებთ. ძალა ერთობაშია!“, – ნათქვამია საქარიის ქართველთა (გურჯთა და ლაზთა) კულტურის ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები