კატარელი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კატარიდან პოპულარულ ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლა.

პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, ყაზბეგი, ბორჯომი, წალკა, დაშბაშის კანიონი დაათვალიერეს.  7 კაციანი ჯგუფის წევრებისთვის კულინარიული მასტერკლასები გაიმართა.

ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, კულინარიის, სპა და სამთო კურორტების შესახებ სოციალურ ქსელებში ბლოგები, პოსტები, ვიდეორგოლები და სთორები მოამზადეს.

პრესტურის მიზანია კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის ამაღლება და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები