რიშარ გალიანო რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე სოლო კონცერტს გამართავს

მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული მუსიკოსი – რიშარ გალიანო, 23 მაისს რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, სოლო კონცერტს სახელწოდებით, PASSION GALLIANO გამართავს.

იტალიური წარმოშობის, ფრანგი აკორდეონისტის გალიანოს ოსტატობა ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, 2006 წლიდან დღემდე, რიშარ გალიანოს 6 სრულ ანშლაგიანი კონცერტი აქვს ჩატარებული თბილისის პრესტიჟულ საკონცერტო თეატრების სცენებზე. ყოველ ჯერზე გალიანოს და მის ბრწყინვალე მუსიკოსებს აღტაცებაში მოჰყავდათ თავბრუდახვეული მსმენელი.

23 მაისს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, რიშარ გალიანო პირველად შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის ნატალია თოთიბაძის მელოდიას “ტანგო ერთისთვის”, აკორდეონისა და კამერული ორკესტრისთვის. სიმფონიურ ორკესტრს, მაესტრო კახი სოლომნიშვილი უდირიჟორებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები