ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” საფრანგეთის კინოგაქირავებაში გამოდის

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 12 აპრილს, ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” საფრანგეთის კინოგაქირავებაში გამოდის და მას 50 კინოთეატრში იხილავს მაყურებელი.

ფრანგულმა კინოკრიტიკამ დიდი ყურადღება დაუთმო ქართველი რეჟისორის ფილმს და მათ შორის “Le Monde”-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

“მეოთხე ბრაიტონი” საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები