სანდრო ბაზაძე ორლეანის გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელია
8 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ ორლეანში ხმლით ფარიკაობაში, სეზონის პირველმა გრან-პრიმ აიღო სტარტი, სადაც საქართველოს სახელს: სანდრო ბაზაძე, ნიკოლა რუსე და ლიკა ჯიჯეიშვილი იცავდნენ.
სანდრო ბაზაძე ტრადიციულად ძირითადი ბადიდან ჩაერთო ასპარეზობაში.
მან ნახევარფინალში იტალიელი ლუკა კურატოლი 15-6 გაანადგურა, ფინალი კი, დაძაბულ ბრძოლაში, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, უნგრელ არონ სილაგისთან დათმო.
სანდროსთვის გრან-პრიზე ეს პირველი ფინალი იყო და შესაბამისად პირველი ვერცხლის მედალი. აქამდე სანდრო ბაზაძეს, კაიროსა და მონრეალის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.