ბაქოს მიმდინარე ტურნირზე პარაძიუდოს ეროვნული ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარაძიუდოს ეროვნული ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია.

ზვიად გოგოჭური პარაძიუდოში  ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.

ბაქოს მიმდინარე ტურნირზე გოგოჭურმა ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ ელიოს ლატშუმანაიას შეხვდა და  იპონით  დამარცხდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ინა ქალდანმა მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი, კანადელი პარაძიუდოისტი მიშელ იორგენსენი ეფექტური გდებით იპონით დაამარცხა.

ზვიად გოგოჭურის ვერცხლის და ინა ქალდანის ბრინჯაოს გარდა, ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაო ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვა.

ჩვენი ნაკრები ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატს გუნდური შეჯიბრებით დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები