ქართველმა პარაძიუდოისტებმა პირველი 3 მედალი მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები გუნდი წარმატებით ასპარეზობს პარაძიუდოში იტალიის  ქ. კალიარის ევროპის ჩემპიონატზე.

გუშინ, მიმდინარე ტურნირზე გიორგი ქალდანმა (73კგ), ზურაბ ზურაბიანმა (60კგ),  ნუკრი  მიღრიჯანაშვილმა (60კგ) სამი მედალი მოუტანეს საქართველოს ნაკრებს.

გიორგი ქალდანმა  ფინალურ ბრძოლაში ფრანგ პეტიტს სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ზურაბ ზურაბიანი უკრაინის სახელით  მოასპარეზე დავით ხორავასთან დამარცხდა, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნუკრი მიღრიჯანაშვილმა ბრძოლა მოლდოველ კრეტუსთან დათმო და ბრინჯაოს მედალი აიღო.

საქართველოს   ნაკრები გუნდი განაგრძობს ასპარეზობას იტალიის ევროპის ჩემპიონატზე მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები