ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა  მიხეილ ჯავახიშვილის “კვაჭი კვაჭანტირაძე”

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Ginkgo Editeur მიერ გამოიცა  მიხეილ ჯავახიშვილის “კვაჭი კვაჭანტირაძე”.

მთარგმნელი: მაია ვარსიმაშვილი – რაფაელი

“კვაჭი კვაჭანტირაძე” – მიხეილ ჯავახიშვილის პირველი რომანია. მწერალს თავიდან მოთხრობების ციკლის დაწერა ჰქონდა განზრახული, ასეთი სახით გამოაქვეყნა კიდეც 1924 წელს ლიტერატურულ პერიოდიკაში, მაგრამ შემდეგ ცალკეული სათავგადასავლო – ავანტიურისტული ეპიზოდები ერთ სიუჟეტურ ღერძზე აასხა და მთლიანი რომანის იერი მისცა. რომანში გადმოცემულია თაღლით კვაჭი კვაჭანტირაძის ისტორია, რომელიც სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში ვითარდება.

რომანი ინგლისურ ენაზე 2015 წელს ითარგმნა. იმავე წელს ის The Guardian-ის რჩეულ საზაფხულო საკითხავთა სიაში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები