სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია

ანტალიაში მიმდინარე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატების სამი ბრინჯაოს მედლის (2017, 2018, 2019) მფლობელმა, ორგზის ოლიმპიელმა სანდრო ბაზაძემ კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია – ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

სანდრო ბაზაძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე, მეთექვსმეტედფინალში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი 15-7 დაამარცხა. მერვედფინალში გერმანელ მათიას საბოს დაძაბულ შეხვედრაში 15-13 გაუმკლავდა, შემდეგ შეხვედრაში 15-8 მოუგო რუმინელ რაზვან ურსაჩის, ნახევარფინალში კი ფრანგ ელიოტ ბიბზს აჯობა – 15-4  და გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელ ლუკა კურტალოსთან ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჩვენი გუნდის ლიდერმა იტალიელ მეტოქეს 15-11 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები