Decanter London 2022-ზე თბილღვინომ 19 მედალი მოიპოვა

თბილღვინოს კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება –  Decanter London 2022-ზე თბილღვინომ 19 მედალი მოიპოვა, მათ შორის, 95 ქულით, ქვევრის ქისი 2020-მა ოქროს ჯილდო მიიღო.

„საერთაშორისო ჟიურიმ ქისი დაახასიათა, როგორც ნაზი და ელეგანტური ღვინო, ფორთოხლის ქერქის მსუბუქი არომატით, ლიმონის ცედრის, ქონდრის ჩაითა და ყვავილოვანი ტონებით.

აღსანიშნავია, რომ ქვევრის ქისმა ოქროს მედალთან ერთად, ჯილდო Value-ც მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ღვინის ხარისხი აღემატება ფასს, რაც ბევრს ნიშნავს ამ კონკურსისთვის, რადგან უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ღვინის შესყიდვის დროს“- ნათქვამია თბილღვინოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილღვინოს სხვადასხვა ღვინომ ჯამში 1 ოქრო, 1 Value, 5 ვერცხლი და 13 ბრინჯაო მიიღო.

Decanter მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონკურსია, სადაც წელს, 54 ქვეყნის 18,244 ღვინო იღებდა მონაწილეობას, თბილღვინომ კი ქართულ ღვინოს შორის ყველაზე მეტი ჯილდო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები