ბაქოში საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022  საქართველოს სტენდი გაიხსნა.

ქართულმა კომპანიებმა  დამთვალიერებელს სხვადასხვა სახის პროდუქცია გააცნეს.

გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022  საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს კომპანიებმა: შპს ქართული აგროპროდუქტი, შპს ინვეტი, შპს ბადაგი +, შპს რუხი ქვინი, შპს ბლუბერი ფარმი, შპს ჯეონატურალსი, შპს ხილარი, შპს ბენჯი, შპს მომავლის მეღვინეობა,  შპს FOODOLIZ, შპს ჩირიფრუტი, შპს კამპა, შპს MOTION TECHNOLOGY და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ალკოჰოლური სასმელები, კაკალი, მშრალი ხილი, ორგანული წვენები, თაფლი, სხვადასხვა სახის კონსერვები, ცხოველთა კომბინირებული საკვები და სხვა.

გამოფენას CASPIAN AGRO, ყოველწლიურად, 12,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.

CASPIAN AGRO 2022 18 მაისს გაიხსნა და 20 მაისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები