თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ დევიდ ფიუზინსკისა და გიორგი მიქაძის მასტერკლასს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ბერკლის მუსიკის კოლეჯის პროფესორების – გიტარისტ დევიდ ფიუზინსკისა და პიანისტ გიორგი მიქაძის მასტერკლასს უმასპინძლა.

მასტერკლასში ასევე მონაწილეობდნენ ბასისტი პანაიოტის ანდრეუ და დრამერი ჯარელ კამპბელი.

მასტერკლასამდე მუსიკოსები ესტუმრნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ისტორიის მუზეუმს.

გიორგი მიქაძის პროექტის წარმდგენია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, რომელიც ლექციებისა და მასტერკლასების გარდა, მოიცავს ამერიკული ბენდის (გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი, პიანისტი გიორგი მიქაძე, ბასისტი პანაიოტის ანდრეუ და დრამერი ჯარელ კამპბელი) კონცერტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები