ქუთაისში “ქარავან არტ ფორუმი” მიმდინარეობს

ქუთაისში 12-15 მაისს „ქარავან არტ ფორუმი 2022“ მიმდინარეობს. ინფორმაციას გალერეა გამრეკელი ავრცელებს.

ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი საინტერესო გამოფენა, პრეზენტაცია, სამუშაო და სასემინარო შეხვედრა უცხოელი და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით.

2022 წლის „ქარავან არტფორუმის“ კონცეფციას წარმოადგენს ურბანული პეიზაჟები და სტილისტიკის ცვალებადობა დროის დინამიკაში. ვიზუალური ინსპირაცია და ფორმები არქიტექტურას უკავშირდება. ფორუმის ცენტრალური გამოფენა „დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში“ მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ერთობლივი საექსპოზიციო პროექტი და მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციის გვერდით იხილონ თანამედროვე ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრები.

წელს მნიშვნელოვანი იქნება პროექტის სასემინარო ნაწილიც, შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი რესტავრატორების მიერ გაიმართება თემაზე „რესტავრაციის თანამედროვე მეთოდოლოგიები“. სემინარების მიზანია საქართველოში მცხოვრები დარგის სპეციალისტების ცოდნის გაღრმავება კონსერვაციისა და რესტავრაციის თანამედროვე მეთოდოლოგიის მიხედვით. სემინარები ჩატარდება მუზეუმების რესტავრატორებისა და კურატორებისთვის, ასევე, არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის სერვისების სპეციალისტებისთვის. მომხსენებლები იქნებიან: მარია ცანცანოღლუ (სალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი), დიმიტრი კონსტანიდი (ევროპული მხატვრული პროგრამები სტრასბურგიდან), სტას ხაშიმოვი (ART PARTENAIRE-ის ხელმძღვანელი) და პატრიცია ვერგესი (ქრისტიანული კულტურის დაცვისა და რესტავრაციის ასოციაცია).

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმი“ ხელს უწყობს ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან თავის წარმოჩენაში საერთაშორისო ასპარეზზე. ფორუმის მიზანია უცხოელი და ქართველი არტისტების ურთიერთთანამშრომლობისა და კულტურული დიალოგის მხარდაჭერა და განვითარება, უცხოელ არტისტებში ცნობადობის ამაღლება ქვეყნისა და ქართული ხელოვნების შესახებ. 2016 წლის მაისში ქალაქ ქუთაისში პირველად გაიმართა „ქარავან არტფორუმი“, რომლის წარმატებულობამაც განაპირობა მისი 2022 წლის მაისში დაგეგმვაც.

პროექტის ქარავან არტ ფორუმი მონაწილეები: მარია ცანცანოღლუ – სალონიკის მუზეუმი; სტანისლავ ხაშიმოვი – ART PARTNER რესტავრატორი; პატრიცია ვერგესი – ART PARTNER , რესტავრატორი; ემილი შეკრუნი – ART PARTNER , რესტავრატორი; ჟან ფილიპ აკა – Heartgalerie, პარიზი; ელგა განდა ბოგდანიენე – ლიტვის მხატვრების კავშირი

მონაწილე არტისტები: თემური ხვინგია, ბირგიტ პეჰლაპუუ, რეგინა-მარეტა სუნსეინი, ედუარდ ზენციკი (ესტონეთი) ფოტინი კარიოტაკი, ინგო დანებიერი, იგორ ვორონა, რიჩარდ უაითლოკი (საბერძნეთი / გერმანია / დიდი ბრიტანეთი) კახა ერისთავი, მიხეილ გოგავა, ნინო მოსეშვილი, გელა პატიაშვილი, გიგა უგლავა (საქართველო) ალისკა ლაჰუსენი, კარიმ ბორხასი, პანჩო ქუელიჩი, კარლოს მარკანო, დიდიე მასეტი, პედრო მორალესი, გაბრიელა მორავეცი, ალექს პერე, შალვა ხახანაშვილი, პიერ ტერასონი, ანეტ ტურილო (საფრანგეთი) ეგლე განდა ბოგდანიენე (ლიტვა) გლიბ ვიჩესლავსკი, იგორ გაიდაი, მარიანა გლინსკა (უკრაინა); სპეციალური სტუმარი გაგა ფრანი/ჩიხლაძე (საქართველო)

პარტინიორები და მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქუთაისის მერია, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, გალერეა გამრეკელი (საქართველო), გალერეა ოკაპი (ესტონეთი), სალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (საბერძნეთი), აპოლონია-ევროპული მხატვრული პროგრამები სტრასბურგიდან (საფრანგეთი)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები