თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის წარმატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესის (CEEMC) ნახევარფინალისტი გახდა და გაიმარჯვა საუკეთესო წერილობითი ნაშრომის ნომინაციაში. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

შეჯიბრში უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები გიორგი გუნთაიშვილი, გიორგი ლელუაშვილი და თამარ კიკნაძე. გუნდის მწვრთნელი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორი, ნინო კოტიშაძე.

ამასთან, თამარ კიკნაძე გახდა კონკურსის საუკეთესო სპიკერი და სტაჟირებას გაივლის ლუქსემბურგში, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში.

შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ბულგარეთის (St Kliment Ohridski University), ჩეხეთის (Charles University), სლოვაკეთისა (University of Trnava) და უკრაინის (Kyiv Mohyla Academy) გუნდებს. კონკურსი ჩატარდა 6-8 მაისს, ბუდაპეშტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები