მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლებს

16-20 მაისს მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ექნება მოინახულოს დავით სარაჯიშვილის მუზეუმი  და რეპრესირებული მწერლების ექსპოზიცია.

კვირეულის ფარგლებში,  წარმოდგენილი იქნება   დავით სარაჯიშვილის მუზეუმის ფონდის საზოგადოებისთვის უცნობი ექსპონატებიც.

„18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით 1977 წლიდან  მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში  დავით სარაჯიშვილი მუზეუმი და რეპრესირებული მწერლების ექსპოზიცია გამოფენების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფართო ჩამონათვალს სთავაზობს ისტორიითა და სამუზეუმო სფეროთი დაინტერესებულ დამთვალიერებელს“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები