ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია 90 წლისაა

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 90 წელი შესრულდა.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ობსერვატორიის განახლებულ სივრცეში სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი პოსტერების გამოფენაც მოეწყო. მეცნიერებმა ასტრონომიულ – ასტროფიზიკურ მოვლენებზე პრეზენტაციები წარადგინეს, ხოლო ობსერვატორიის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა საზოგადოებას საკუთარი გამოგონებები გააცნეს. ღონისძიებები ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, რამაც შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსაც.

საიუბილეო ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

წყარო: მედიაჰოლდინგი “კვირა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები