“სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ, არის გამარჯვება ყოველივეზე..”

პეტრე ოცხელი – მხატვარი, რომელმაც დროს გაუსწრო, 1937 წელს „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დახვრიტეს..ის მხოლოდ 29 წლის იყო, კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლებს აფორმებდა..ბიჭი, რომელსაც სამხატვრო აკადემიაც კი არ ჰქონდა დამთავრებული მარჯანიშვილმა თეატრის მთავარ მხატვრად დანიშნა, იდგა ქართული თეატრის ოქროს ხანა..

1933 წელს დიდი რეჟისორი პეტრე ოცხელს წერილს წერს:

“ახლა ღამეა, არ მეძინება და მსურს გაგიზიარო ჩემი მოსაზრება ყოველივე იმის შესახებ, რაც შენ გაწუხებს. თუ კი მისაღები იქნება შენთვის, მიიღე თუ არა და, გადააგდე, მე არ მეწყინება.

რაც უფრო მეტს ვიტანჯები თეატრის გამო, მით უფრო მეძნელება მის შესახებ წერა. განსაკუთრებით, შენ გამო ვღელავ ჩემო პეტრე. ბედმა დაგაჯილდოვა უდიდესი ნიჭით და შენ ვალში ხარ მის წინაშე. შენ ჯერ ძალზე ახალგაზრდა ხარ და სიკვდილზე არ ფიქრობ. სიკვდილი სულელური სიტყვაა. სიკვდილი არ არსებობს. სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ, არის გამარჯვება ყოველივეზე, რასაც სიკვდილი, ანუ სამარადისოდ დავიწყება ეწოდება.

ამაოა შენი შიში იმისა, რომ მოგიწევს ძველი ტრადიციების არტახებში დარჩენა და ამას შეეწირება შენი ფანტაზია და პრინციპებიც კი.

გადავიდეთ ჩვენს ერთობლივ საქმეებზე, როგორ ვაჩვენოთ ჩრდილები, კინოს გამოყენება. ჩემი ძვლები ორჯერ მოასწრებენ დამიწებას სამარეში ვიდრე მცირე თეატრი გადაწყვეტს და ჩართავს კინოს სპექტაკლის მსვლელობაში.

არ შეკრთე, დღემდე შენ ყველაფერი ბრწყინვალედ გამოგდიოდა. შენ თვითონ პიესის არსითა და თეატრის თვისებებით იყავი გამსჭვალული. ჩემი არ გესწავლება, ჩემო პეტრე. არ მომწერო წერილი, რადგან მივემგზავრები.

როგორ არის შენი ჯანმრთელობა? გახსოვდეს, რომ შენი ჯანმრთელობა ჩემი ერთ-ერთი ქრონიკული საწუხარია.”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები