“ცუდი გზები” – უკრაინელი დრამატურგის პიესა ახმეტელის თეატრში განხორციელდა

„ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით დონბასს, გადაყირავებულ და გადაბუგულ სახლებს ჩავუარეთ, გზები დანგრეულია და მე ვფიქრობ – როგორი გაუბედურებულია ყველაფერი ..“

13, 14, 15 მაისს, 19 საათზე, თბილისის სანდრო  ახმეტელის დრამატულ  თეატრში პრემიერაა , უკრაინელი დრამატურგის – ნატალია ვოროჟბიტის პიესა „ცუდი გზები“ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა – რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა. პიესა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდა. სპექტაკლში დონბასის ომის ქრონიკები და ადამიანების ტრაგედიაა გადმოცემული – ის, თუ როგორ შეიძლება ომმა ჩვენს გარშემო ყველა და ყველაფერი შეცვალოს…

თარგმანი გიორგი ყაჯრიშვილისა, ტექსტის სცენური ვერსიის  ავტორი – ოთარ ქათამაძე

რეჟისორი – ირაკლი გოგია; მხატვრები: ანა ქობულაშვილი,ირაკლი ბილისეიშვილი,

რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ყაულაშვილი; პროექტისათვის სპეციალურად იმუშავა ირანელმა კომპოზიტორმა მეჰრან მირმირიმ.

მონაწილეობენ:  სოფია სებისკვერაძე, გიორგი გასვიანი, ოთო ჩიქობავა, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, თეკლა სულაქველიძე

„ბოლო წლებში ჩვენთან არაერთმა უკრაინელმა რეჟისორმა იმუშავა, ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს და ბევრი პროექტი განხორციელებული, უკრაინელი დრამატურგის – ნატალია ვოროჟბიტის პიესები დღეს მსოფლიოს მრავალ სცენაზე იდგმევა, ჩვენი სპექტაკლი დონბასის ომის ქრონიკებსა და ადამიანთა ტრაგედიებს ასახავს ” – განაცხადა „ქართულ კვირასთან“ საუბარში  რეჟისორმა ირაკლი გოგიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები