ფრონტზე გაგზავნილი წერილი მამას

„როგორ ხარ. მე თუ მიკითხავ კარგად ვარ. შენ როგორ ხარ. მე სულ მგელივისტანა ვარ. მომიკითხე სევე ბიძია. მეტი რაღა გწერო. შენი შვილი თუკია ჟვანია“. (წერილის სტილი დაცულია)

ეთერ ჟვანიამ ეს წერილი მამას, გიორგი ჟვანიას ომში გაუგზავნა, რომელიც ჯერ ომის ქარცეცხლში გაეხვა, შემდეგ ტყვეობა და საშინელი საკონცენტრაციო ბანაკი გამოცადა; იყო ქართული ლეგიონის წევრი; ბოლოს კი განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდა. როგორც ჩანს, წერილსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში სათუთად ინახავდა.

გიორგი ჟვანია 1906 წელს წალენჯიხაში დაიბადა და ოჯახთან ერთად აქვე ცხოვრობდა. იყო ბუღალტერი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ომში გაიწვიეს. ფრონტის წინა ხაზიდან მალევე გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდა.

ტყვეობაში ყოფნისას, 1942 წლის დეკემბერში გადაბირებულ იქნა გერმანელების სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ. იყო „ქართული ნაციონალური ლეგიონის“ წევრი და მასაც, როგორც ქართველ ტყვეთა უმრავლესობას, სწამდა, რომ გერმანიის დახმარებით შეძლებდა საქართველოს გათავისუფლებას საბჭოთა რუსეთისგან. გერმანიის არმიის „ქართულ ლეგიონში“ 1944 წლის სექტემბრამდე მსახურობდა. 1944 წელს საფრანგეთში ტყვედ ჩაუვარდა წითელ არმიას.

1945 წელს გიორგი ჟვანია სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და 8 წელი გადასახლება მიუსაჯეს.

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები