ქართული ღვინო საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე „Vyno Dienos 2022”
6 – 7 მაისს, ქალაქ ვილნიუსში მიმდინარეობს ტრადიციული საერთაშორისო ღვინის ფესტივალი „Vyno Dienos 2022”, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნების ღვინოებთან ერთად, კომპანია „Sakartvelo Skoniai”-ს მიერ წარმოდგენილია ქართული წარმოების ღვინოები. ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ღვინის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო საქართველოს ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში, სალომე შაფაქიძე, ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ლიეტუვის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.