კუნძულ ტექსელზე აჯანყებისას დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მებრძოლების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

4 მაისს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოზმა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ტექსელის მერ მიხილ აუთდეჰაახთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად პატივი მიაგეს 1945 წელს, ოკუპირებულ კუნძულ ტექსელზე აჯანყებისას დაღუპულ ქართველ და ჰოლანდიელ მებრძოლთა ხსოვნას. ცერემონიალი კუნძულ ტექსელის ქართულ სამხედრო სასაფლაოზე გაიმართა, სადაც მეუფე დოსითეოზმა დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ, მათ კოხერსტრაატის სასაფლაოზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და ქალაქ დენ ბურხის ტაძარში გადაინაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები